info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კავკასიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში! სსიპ შემოქმედებითი საქართველოს პროგრამა “REკონცეფციის” პროექტი “ურბან ლაბი” უკვე ბათუმშია!

9 აგვისტო 2017 წელი
სურათი

კავკასიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში! სსიპ შემოქმედებითი საქართველოს პროგრამა “REკონცეფციის” პროექტი “ურბან ლაბი” უკვე ბათუმშია!

შემოქმედებითი საქართველო, “ურბან ლაბის” პროექტით და სტუდენტების ჩართულობით, ხელს უწყობს საქართველოს მასშტაბით არსებული სტრუქტურებისა და მათი სივრცეების განახლებას, შესაბამისად მართვის კონცეფციებისა და არქიტექტურული პროექტების განვითარებას.  პროექტისათვის სივრცე ირჩევა სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

შემოქმედებითი საქართველო პროექტში მონაწილეობის შანსს აძლევს სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით!

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი უნარები, შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება ინფრასტრუქტურული და მენეჯმენტის პროექტების შემუშავების პროცესში და თავად შექმნან სასურველი საჯარო სივრცე.

პროგრამა “Reკონცეფციის” ფარგლებში, “ურბან ლაბის” პირველი პროექტი ჩატარდა თბილისში და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც ამჟამად, შემოქმედებითი საქართველოს მენტორობით, ავითარებს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის კონცეფციას და არქიტექტურულ პროექტს. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და ქალაქ თბილისის მერია.

პროექტ “ურბან ლაბის” ფარგლებში 8-10 სექტემბერს, ბათუმში, ჩატარდება სემინარი - ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის REკონცეფცია. პროექტში მონაწილე თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება სხვადასხვა პროფესიის მქონე სტუდენტებისგან, მონაწილეები მოამზადებენ ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის განახლებულ კონცეფციას. პროექტის ბოლოს, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც შემოქმედებით საქართველოსთან, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და ა.ა.რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით გააგრძელებს პროექტის განვითარებას.

 

მონაწილეობის პირობები:

სემინარში მონაწილეობა უფასოა.

სამუშაო ენა: ქართული

სემინარში მონაწილეობა შეუძლია  სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს;

უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს ნებისმიერი მიმართულებიდან (საქართველოს მასშტაბით)

განაცხადები მიიღება შემდეგი აპლიკაციის ფორმით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScgMYs69PVO3vi8xA5Pr5vl-ckjE_2MWiPmn2jmEX1EVwpw7g/viewform

 

 


« უკან