info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დასრულდა ამწე-კრანის სიმულატორის ინსტალაცია.

24 აგვისტო 2017 წელი
სურათი

▶ მიმდინარე წლის 21-24 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) ფარგლებში დასრულდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ამწე კრანის სიმულატორის ინსტალაცია.

▶გაცნობითი ხასიათის ტრენინგი ჩაუტარდათ პროფესიული ცენტრის ტრენერებსა და საზღვაო აკადემიის IT სამსახურის თანამშრომლებს.

▶ პროექტი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა, მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ოქტომბრიდან სტუდენტების მიღება ოთხ ახალ პროფესიულ პროგრამაზე დაიწყება: მეთევზე მეზღვაური, ლოჯისტიკის და პორტის მენეჯმენტი, ამწე-კრანის ოპერატორი და შემდუღებელი.

#პროფესიულიგანათლება #შენიწარმატებულიმომავლისთვის!

 


« უკან