info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

2 მაისი 2018 წელი

გაცნობებთ, რომ საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ყოველწლიურად სტუდენტურთა და პროფესორ - მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება სტუდენტთა კონფერენცია, ხოლო 21/22 ივნისს პროფესორ - მასწავლებელთა.

აკადემიის ადმინისტრაციამ უკვე ჩამოაყალიბა კონფერენციის საორგანიზაციო და სარედაქციო კომიტეტები.

 

საორგანიზაციო კომიტეტი:

1.       ირაკლი კაცაძე რექტორის პირველი მოადგილე (თავმჯდომარე);

2.       აბდულ კახიძე - რექტორის მოადგილე;

3.       ირაკლი დოლიძე - დეკანი;

4.       რომან მამულაძე - დეკანი;

5.       მზია დიასამიძე - მაგისტრატურის სამსახურის უფროსი;

6.       ზაზა შუბლაძე - დეკანის მოადგილე;

7.       მიხეილ ლეჟავა - დეკანის მოადგილე;

8.       თეიმურაზ ჩოხარაძე -  დეკანის მოადგილე;

9.       ნანა ჭარბაძე - დეკანის მოადგილე;

10.   გოჩა ჩინჩალაძე - ბიბლიოთეკის უფროსი;

11.   გელა ბაკურიძე - დეპარტამენტის უფროსი;

12.   დავით კიკვაძე - სამსახურის უფროსი;

13.   სულხან ზაქარაძე - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.
 

სარედაქციო კომიტეტი:

1.       ვაჟა ანანიძე - ასოცირებული პროფესორი (თავმჯდომარე);

2.       ოთარ ჯიჯავაძე - პროფესორი;

3.       ავთანდილ გეგენავა - პროფესორი;

4.       ჯონი ბაბილოძე - პროფესორი;

5.       მაია ტუღუში - ასოცირებული პროფესორი;

6.       გულად თხილაიშვილი - აკადემიური დოქტორი;

7.       მარიამ პაპუნაიშვილი - დოქტორანტი - კომიტეტის მდივანი.
 

ორივე კონფერენცია ღიაა, ანუ მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა უსდ-ების სტუდენტებს და საზღვაო აკადემიასთან არააფილირებულ მკვლევარებს.

 

აკადემიურ დეპარტამენტებს გთხოვთ, არაუგვიანეს 25 მაისამდე მიაწოდოთ სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა საკონფერენციო თემების დასახელებები კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის საკონტაქტო პირებს (ვ. ანანიძეს და მ. პაპუნაშვილს):

ვაჟა ანანიძე: v.ananidze@bsma.edu.ge; mobile:595 773381;

მარიამ პაპუნაშვილი: m.papunashvili@bsma.edu.ge;  mobile:577 272888.

 

ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ უნდა იყოს მიწოდებული შემდეგი ფორმით:

 

სტუდენტთა კონფერენცია:

ფაკულტეტი: 

აკადემიური დეპარტამენტი:

 

№

სტუდენტის

სახელი გვარი,

ჯგუფისნომერი

თემის დასახელება

ხელმძღვანელ(ებ)ი

1.

 

 

 

 

 

პროფესორ-მასწავლებელთა  სამეცნიერო კონფერენცია:

ფაკულტეტი: 

აკადემიური დეპარტამენტი:

 

№

თემის მომხსენებელი

(პრეზენტატორი)

თემის დასახელება

თანაავტორები

1.

 

 

 

 

ყველა ნაშრომის ვერბალური (მოხსენებით) წარმოდგენა კონფერენციაზე უნდა მოხდეს Power Point-ის (PPt) პრეზენტაციის სახით.

 

აკადემიის ადმინისტრაცია გეგმავს კონფერენციის მასალების (ნაშრომების) თავმოყრას და ელექტრონული ჟურნალის სახით ატვირთვას აკადემიის ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე.

ელექტრონულ ჟურნალში მოხდება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებიც ვერბალურად იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე.

 

აქედან გამომდინარე გთხოვთ, WORD-ის ფაილის სახით (დადგენილი წესით) მომზადებული  ნაშრომების ელექტრონული ვერსიები მივაწოდოთ კონფერენციის სარედაქციო კომიტეტს 2018 წლის  5ივნისამდე.

 

მოთხოვნები WORD-ის ფაილის სახით წარმოსადგენ ნაშრომების გაფორმებაზე:

სტუდენტებისათვის:

  1. თემის დასახელება აკრეფილი 13 ზომის Sylfaen-ის შრიფტში, გაბოლდებული, ცენტრირებული;
  2. ნაშრომის ავტორების გვარი სახელი, აკადემიური თანამდებობა, ხარისხი, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, რომელთანაც ავტორი არის აფილირებული. 
    (
    სტუდენტების შემთხვევაში სპეციალობა, კურსი, ხელმძღვანელის გვარი სახელი, აკადემიური თანამდებობა, ხარისხი) 
    თემის დასახელების ქვეშ 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტში, ცენტრირებული;
  3. ნაშრომის რეზიუმე 10 ზომის Sylfaen-ის შრიფტში, ინგლისურ ენაზე, არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას (სტუდენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 100 სიტყვას);
  4. ნაშრომის ძირითადი ტექსტი 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტში;
  5. გამოყენებული ლიტერატურა ავტორ(ებ)ის, გამომცემლობის, გამოცემის თარიღის, გვერდების მინიშნებით და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციით ნაშრომს უნდა დაერთოს ბოლოში, ხოლოციტირება უნდა გაფორმდეს სქოლიოს სახით;
  6. A4 ფორმატის ფურცელი, ველები: ზევიდან 2 სმ, ქვევიდან 2 სმ, მარცხნიდან  2.5 სმ, მარჯვნიდან 1.5 სმ; სტრიქონებს შორის დაშორებ 1.5; აბზაცი სტანდარტული;
  7. დიაგრამები, ცხრილები და სხვა სახის საილუსტრაციო ინფორმაცია უნდა იყოს ჩართული ტექსტში და უნდა იყოს სათანადოდ იდენტიფიცირებული;
  8. ნაშრომის სრული მოცულობა (ტექსტი, ნახაზები, დიაგრამები, ილუსტრაციები და სხვა) არ 

« უკან