info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

II საერთაშორისო კონფერენცია „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტურიზმი“

28 მარტი 2016 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2016 წლის 05-06 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

კონფერენციის  თემატიკა  - საზღვაო ტრანსპორტის, ინჟინერიისა და ტურიზმის განვითარებისათვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებისა და პერსპექტივების განხილვა.

კონფერენციის მიმართულებები:

1. საზღვაო რესურსების და პოტენციალის ათვისების ხელშწყობის ძირითადი მიმართულებები და საშუალებები;

2. IMO-ს კონვენციათა იმპლემენტაციის ასპექტები;

3. საზღვაო განათლებისა და საკვალიფიკაციო მომზადების თანამედროვე გამოწვევები;

4. ინოვაციები საზღვაო ტექნოლოგიებში (ახალი მანქანა-დანადგარები, მართვისა და კონტროლის სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები);

5. ნავსადგურებისა და ტერმინალების ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები  საზღვაო სექტორში;

6. რეგიონული ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ტენდენციები და პრობლემები;

7. ლოგისტიკის განვითარების რეგიონული თავისებურებები: პრობლემები და პერსპექტივები;

8. რეგიონში ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 20 აპრილამდე  უნდა წარმოადგინონ მოხსენების თემა, ანოტაცია, მომხსენებლის რეკვიზიტები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: n.dolidze@bsma.edu.ge; m.tugushi@bsma.edu.ge.   

მომხსენებლებმა 2016 წლის 30 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები. დამატებით ინფორმაციას ინსტრუქციებთან, ვადებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით მოგაწვდით მოგვიანებით.

ორგანიზატორი: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

კონფერენციის ადგილი: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური და რუსული (სინქრონული თარგმანით)

 

« უკან