info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აბიტურიენთა საყურადრებოდ!!!

30 სექტემბერი 2016 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებაა:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველმა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. ზოგადი უნარები;
3. ინგლისური ენა;
4. მათემატიკა ან/და გეოგრაფია

▶ როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში აბიტურიენტს ქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა (ან ინგლისური ენა, ან რუსული ენა, ან გერმანული ენა, ან ფრანგული ენა).

▶ ზემოთ აღნიშნული ცვლილების გამო, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საზღვაოსნო მეცნიერებათა ბაკალავრის (საზღვაო ნავიგაცია) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უცხო ენის გამოცდაზე უნდა ჩააბაროს გამოცდა მხოლოდ ინგლისურ ენაში.

▶ ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ენათა არჩევითი ბლოკი ძალაში რჩება. რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტი ირჩევს ოთხი ენიდან (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა) ერთ-ერთს.

 


« უკან